სოლომონ ბავრელს (ასლანიშვილს) – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 1921-1923

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26788-2-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სოლომონ ბავრელს (ასლანიშვილს)

ბ. სოლომონ!

უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისე ვარ დატვირთული, რომ ჩემი საქმეები იცოდეთ, მგონია, არ დამემდურებით, ჯერჯერობით კი მე ვარ თქვენს წინაშე დამნაშავე. ჯერჯერობით ამ მასალებს გიბრუნებთ.

ამდენ წვალებაში, მინდა, ერთი პატივი გცეთ, მომეცით თქვენი ბიოგრაფიული მასალები და მე თქვენზე წერილს დავბეჭდავ ტრიბუნაში. შეიძლება, დღეს საღამოს გამოვიარო თქვენსკენ და იქ მოვილაპარაკოთ…

თქვენი პატივსმცემელი გ. ლეონიძე

P.S. კრებაზე მაგვიანდება და წერილებს ცალკე მოგიძებნით.

26788-2 - ხ