ძვირფასო მარო!
გიგონებთ ყოველდღე. მუდამ შენთან ვართ ფიქრით, სიყვარულით, მეგობრობით. მალე გამორჩი. შენ ჩამოსაყვანად წამოვალთ მე, გერონტი, ტიციანი. გკოცნი, ჩემო ნათლიდედავ!
შენი ნათლია გოგლა
მარო ძვირფასო! მაგ აფხაზეთში ფიქრით თქვენთან ვართ. შარშან მეც მაგ მდგომარეობაში ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს სანატორიუმი. რეჟიმი. იყავი მხნეთ, კარგათ და გჯეროდეთ სანდროს სიყვარული და ჩვენი მეგობრობა.
გვაპატივე, რომ ამდენხანაც წერილით ვეღარ მოგესალმეთ. შემდეგი წერილები დეპეშით. ეხლა სანდროს სადღეგძელოს არ ვსვამთ. სადღეგძელო შენზეა და შენი. ვიქნებით სოხუმში.
ტიციან
ძმური სალამი გერონტი ქიქოძისგან.
სალამი და გამარჯობა.
სანდრო