ტირანებს – Blue Horns

ავტორი : პაველ არსკი, ივანე ყიფიანის თარგმანი

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28822-10-ხ.

გამოცემა :

თარგმანები, შემოქმედება

ტირანებს

ჩვენ ვაშენებდით

დიდ პირამიდებს

და უდაბნოებს

ვქმნიდით ქალაქად.

ჩვენ ცხარე ცრემლს

და შეურაცხოფას

თქვენ არ აგდებდით

გროშად, არაფრად.

არ გვქონდა სწავლა,

თავისუფლება,

ტანჯვით მიჰქროდა

ჩვენი დღეები;

ფუძე დავუდეთ

ქვეყნიერებას

და ავაშენეთ

სასახლეები.

ეს ფუფუნება

თქვენ შეიძინეთ,

თქვენ ისარგებლეთ

მონების სისხლით;

ჩვენი თვალები

აივსო ცრემლით,

და სიხალისე

მუდმივი ნისლით.

ოქროს თასებით

სვამდით სიხარულს,

წარბი არ გქონდათ

სევდით შეხრილი;

ოქრო, ყვავილი, –

ეს ყველაფერი

ჩვენ მიერ იყო

ტანჯვით შექმნილი.

ვიხუთებოდით

მაღაროებში,

სადაც არასდროს

მზე არ ანათებს,

ვასხამდით რკინას

და სხვა ლითონებს,

თქვენ კი გითლიდნენ

შავ ბრილიანტებს –

და თქვენ სიცოცხლეს

სწვავდით ქეიფში…

მაგრამ დასრულდა

ტკბილი ზღაპარი,

მოვარდა უცებ

ტალღათ გრიგალი.

თქვენ ბოროტებას

დასდო საზღვარი.

ჩვენ აღვიმართეთ

ვით სტიქიონი

თავისუფლების

მოსვლის დღეებში,

განა წარსულში

ტყვილა ვიტანჯეთ,

შორი კატორღის

ბნელ ციხეებში?!.

გვეყო ცრემლები

და დამცირება,

დასწყდა ჯაჭვები,

გაჰქრა მონობა.

შთამომავლობას

არ შეაწუხებს

ჯალათის ხელი

და ბატონობა.

ეხ, ვისღა ძალუძს,

ძველნო მპყრობელნო,

ვინ დაგიბრუნოთ

უფლება უკან?

ვიღას სურს გახდეს

საფლავის ჭია

და იწყოს თქვენი

ფეხების ლოკვა?

არა… ჩვენ დიდხანს

ვერ დავივივწყებთ

სულს რომ გვაძრობდით

თქვენ გახელებით;

დაგიმორჩილებთ

სამარადისოთ

და შემოგრკალავთ

რკინის ხელებით.

იქნებ კვლავ დიდხანს

დაგვჭირდეს ბრძოლა,

მაგრამ მყობადი,

ვიცით, დაგვრჩება,

ხელთა გვაქვს

დროშა თავისუფლების,

ჩვენშია ძალა

და გამარჯვება.

 

თარგმ. ივ. ყიფიანის

[1910-იანი წლები]