* * *
ახალგაზრდა ვარ, თვრამეტი წლისა,
სახეს მაჩნს დაღი მწარ სიცოცხალისა.
ხან ჩემს თავს ვწყევლი, ხან სხვას ვაბრალებ,
ხან ტკბილათ ვმღერი, ხანაც ვალალებ.
სულის სიმებზე დავკვნესი შაირს,
ვხატავ სურათებს სხვადასხვანაირს.
მაგრამ ჩემს გულში კვლავ იმალება
გამოუთქმელი იდუმალება.
ის უცდის წუთებს, როს მოვა ჟამი,
მჭერმეტყველურათ რომ ვსთქვა უთქვამი.
მიტომაც მინდა ახლი რამე, –
გინდ გამახარე, გინდაც მაწამე:
ოღონდაც მითხარ ისეთი შენა,
რომ მოახდონოს სულზე გავლენა.
ოღონდაც მარქვი საგრძნობიერო,
რომ მეც მოგიძღვნა სამაგიერო!
შალვა კარმელი