ჯეირნები პეიზაჟებში – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჯეირნები პეიზაჟებში

ჩვენ გაგვაშორებს მალე ვერსები.

სხვა ქვეყნებისკენ გაგაფრენს გემი.

შენს გადაფრენას ვეალერსები

და მწუხარეა ალერსი ჩემი.

 

ამაოდ გვსურდა პეიზაჟებში:

ერთად ნავარდი როგორც ჯეირნებს…

განვმარტოვდები მე აქ ვაჟებში,

შენც მთვარე მარტოდ გაგასეირნებს!

 

მე დანანებით ახლა ვრწმუნდები:

თუ მქონდა ბედი, შენთან მელოდა!..

ასე მგონია: არ დაბრუნდები,

როცა წამოხვალ საქართველოდან!

 

ო, ვინ გაუძლებს ქარში ნეშოებს,

შენს მოლანდებას შიშველ ბეჭებით!..

ამ ცას, ამ ბაღებს, ამ გომბეშოებს,

რომ ატარებენ ზურგს მეჭეჭებით!

 

გავყიდი სახლ-კარს ურჩი ტრფიალი…

ან ავაცეცხლებ ხავსიან ყავრებს…

და უპატრონოდ მოხეტიალე, –

შენთან ძვირფასო, გავყობი მგზავრებს!.