ბევრჯერ მითქვამს, ახლაც ვამბობ, მომავალშიც ვიტყვი კიდე.
რომ ლ. შენსა მგოსანს სულზე ცეცხლი წამიკიდე.
ყმაწვილურათ ავშაირდი, დავინახე ზენა ღმერთი.
ბედის საზღვარს გადავცილდი თვით უკვდავთან შენაერთი.
გარიჟრაჟზე ცის კაბადონს შევახიე [ლელის] ფარდა,
სხივთ ვარდები მზის წიაღში წითელ სისხლით ამჩქეფარდა.
მწყაზარ ხელით მივსვწვდი, ვსწყვიტე და გულმკერდზე დაგაკერე,
ეკლის წვერით ციატ ფურცლებს „შენ მიყვარხარ“ წავაწერე.
სიცოცხლეშივ ლექსთ კუბოში ჩაგმარხე და მიგაფარე.
ახ ლ. მაპატიე, რომ არავის მოეპარე,
შიშველ ტანზე წაგახურე. თალხ ეთერის სამოსელი,
შენ სახესთან არრად სჩანდა თვით ვენერა მილოსელი.
სხეულთ ნაკვთი, ჩუქურთმები ისეთ გრძნებით ინძრეოდენ,
რომ უდაბნოს განდეგილნიც ერთის ხილვით იძლეოდენ.
მე მივდივარ შენთან ერთად ციურ ზართა სამრეკლოზე
და თუ ვერ ვწვდით, ერთად მაინც ხომ მოვკვდებით სამსხვერპლოზედ!