ძველ ხელნაწერიდან – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 01.03.1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, №21, 1919

პოეზია, შემოქმედება

ძველ ხელნაწერიდან

6 გვიანი სურვა

 

სადღაც გზაში დაგეტაცა ლეკვისათვის ხელი.

ათრთოლებულს ნეტარჰყოფდა შენი უბე ცხელი.

მე კი მტანჯდა, – ო შენდამი ტრფობა გაუმხელი.

 

რძეს ეძებდი. ვერ იშოვე. ლეკვის ნაცვლად გლოვდი.

რძე ძუძუში რომ გქონოდა, – შენ თვით მოაწოვდი.

მაგრამ იყავ ჯერ ქალწული! მხოლოდ სიზმრებს ქსოვდი.

 

ნაზი ლეკვი წკმუტუნებდა: ალმას ცრემლით ნამდი.

ო, რა შექნა, მე უბედურს!.. სატრფოდ არა გწამდი

და ჩემს ცრემლებს ამწუთხებულს რძის მაგიერ ვსვამდი!..

 

ახლა ვნატრობ: ოდეს გავჩნდი, მაგ ლეკვს რად არ ვგვანდი,

თუ ცხელ ალერსს მაღირსებდა იღბლიანი ფანდი!..

დღეს კი რა ვქნა!.. ორეულად მსდევნის შენი ლანდი!