მეამბოხე ლოგო ????? – Blue Horns

ავტორი : შარლ ბოდლერი, თარგმანის ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

თარგმანები, შემოქმედება

მეამბოხე ლოგო ?????

როგორც არწივი – სერაბიმი მაღლიდან წყევით

დაეცა ცოდვილს და შეიპყრო წამს მატყუარა.

„ – ო, უბედურო! – ეუბნება მას თმების წევით, –

მე ვარ მფარველი ანგელოსი, ნანობ თუ არა?

უნდა გიყვარდეს შენ სუყველა აქ შებრალებით –

ბოროტი, კოჭლი, კუზიანი, ბრმა და სულელი,

რომ ამოქსოვო მაცხოვრისთვის ამ მოწყალებით

სასიარულო გზის ხალიჩა დაუსრულელი.

„ო, ასეთია სიყვარული! – გიყვარდეს თბილად

და ნეტარება მოგეცემა შენ საჩუქრად,

მოუწყინარი ნეტარება, მარადი, წმინდა!“

გულზვიადს, ცოდვილს ანგელოსი ამგვარ მუქარით

აწვალებს და თან იღიმება იმედით ტკბილად,

მაგრამ ბრმა ჟინით მეამბოხე ამბობს: „არ მინდა!“.