ალბატროსი ????? ლოგო – Blue Horns

ავტორი : შარლ ბოდლერ, თარგმანის ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, N 156, ქუთაისი.

თარგმანები, შემოქმედება

ალბატროსი ????? ლოგო

როს მეზღვაურებს, ზღვის უფსკრულში სადაც ქვებია,

შეხვდებათ ხოლმე ლურჯ ეთერის ნაზ უფროსების,

დაჭერა დიდ, თეთრ, ფრინველების, ალბატროსების,

გაბედულ ხომალდს უდარდელად რომ დაყვებიან,

 

ფიცრებზე სდებენ: დაცემული, გულნამწყვდიადი,

როგორც ორ ნიჩაბს ტალახიანს და მძიმეს ქვიშით,

ღრუბელთ იქით მხრის ადრინდელი მეფე ზვიადი

ხომალდის ბანზე ფრთებს დატეხილს მიათრევს შიშით.

 

ამაყი შვილი ლაჟვარდისა, გრიგალს და წვიმას

ვინც არ უკრთოდა, დღეს თვის სახელს აქ იზიანებს;

ჩიბუხის ბოლით მეზღვაური აშინებს იმას,

თავს დახარხარებს და კოჭლობით აღიზიანებს.

 

მგოსანიб როგორც ალბატროსი, სანამ ცაშია,

ჰკვეთავს ქარიშხალს ყრუ ამიდის თანაზიარულს,

მაგრამ იქ ძალა და შეძლება მხოლოდ ფრთაშია, –

უფრთობა ქვეყნად კი უძნელებს ხალხში სიარულს! . . .