სოსიკოს ვახშამზე – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 04.02.1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 24500-10-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სოსიკოს ვახშამზე

დღეს, მეგობრებო, თქვენთან ლხინი მე თუმც არ მელის,

რადგან სარეცელს გავშოლტილვარ ქარვით მგზნებარი,

მაგრამ მიიღეთ დღეგრძელობა სნეულ კარმელის

და გიჟ ღვინოში ნეტარება გაუგებარი.

მე აქ ვითვრები მრავალნაირ მწარე წამლებით,

თქვენ კი აგანთებთ დავიწყებით ღვინო მჩქეფარი,

როს ცელქ ფერხულში სიყვარულით მოიწამლებით,

მომიხსენიეთ შემოდგომის მზე უმეფარი.

 

თებერვლის 4

შ. კარმელი