ვით საქანდაკო და კენარი ასულის ტანი
ოქრონემსული მალიგორად თხელ სკალატებში,
მრწამს: საშანდაკო თვალმკბენარი მე გულისტანი,
ვნებით სცემს სული საამბორად მზის პალატებში!
შოთა ხარობდა ანდრიატად ზამბახპირული,
ზეცის თაღებში აკეთებდა მზის კიბეს იგი
და მწყაზარობდა ბრილიანტად თამარ ძვირული,
სევდის ბაღებში აწვეთებდა სისხლს კი ბესიკი!
აჰა, სრულდება ექსორია ზენარ სარდლების,
შინ ბრუნდებიან მღელვარებით გვირგვინოსნები
განცდა რთულდება!.. ეხ შორია, გეზი სანდლების,
აქ რწმუნდებიან ელვარებით მუტრიბ-მგოსნები,
რომ აშლის დუმბულს ზეარული ქარქაშოსანი
და გაშლის სუმბულს მზის ასული ზარქაშოსანი.
შ. კარმელი