გადმოკიდულა ციდან
სემირამიდის ბაღი.
გულია ერთი ციდა
და მთის ოდენა დაღი.
შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.
არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.
მე ვერ მომიკლავს წყურვილს.
სამარიელი ქალი.
მივყობი ფრანსს და ფლობერს:
ომებს, ტირილებს, კვდომას.
და კართაგენი მობერს –
სხვა ტრფიალების ნდობას.
მივე სალამბოს ფიცი.
თაისს ლოცვები ლალის.
მაგრამ შენ გქვია ვიცი:
ყველა სახელი ქალის.
აქ ვარდებს სხვები კრეფენ.
ჩვენ კი ვართ მტრები თავის: –
მე ბალტასარი მეფე,
შენ დედოფალი სავის!