საკუთარი ოфორტი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

საკუთარი ოфორტი

მნათობთა სულით ვარ ასტრალური

და ეშაფოტი მკაცრია მთვარის.

მე ვარ პოეტი, მე ვარ ქალური,

მე ვარ კარმელი – შორეულ გვარის.

 

ზვიად ბაბილონ-კართაგენებით

წამს შევაჩერე სამყარო ყალყად

და იოანნეს სპეტაკ ცხენებით –

თეთრი მხედრები შემოვკარ ალყად.

 

მინის ლაჟვარდის და ნატეხებთა

ჩემი ღმერთების – ცაზე დირეა.

მე ბავშვს – ნებიერს, ქალის ფეხებთან

პოეზიაში არ მიტირია.

 

სამშობლო ბერწი – ხასა მგზნებელი,

ყველა ღამეში მომდევდა კბენით

და სააკაძე შემმართებელი

ხმალს დასტიროდა რასსიულ ტკენით.

 

როგორც რემბრანდტი, ოфორტს ალურად

გავისვრი ცაში – მნათობთა თქეშზე.

პოეტი  –  ძაღლი ვჰყეფ ასტრალურად

დატრიალებულ ქვეყნების ლეშზე!..