* * *
რა ვერ იპოვე ამა სოფლად თავშესაფარი,
შენს ბედის იქით ეძიებდი სიმშვიდეს სულის,
ტრიალ მინდორში განსასვენი გიჩნდა სამარი,
მაგრამ არ იყო იგი მიწა შენი მამულის.
შავი ყორანი მოგჩხაოდა მარტოდ მოარულს,
შორ ქარიშხალი გულშემზარათ კვნესდა, გოდებდა.
ტანჯვის ცრემლები ამწუხრებდა სატრფოს მოყვარულს,
მაგრამ საბრალოს ვინ უსმენდა, ვინ იცოდებდა.
ოდეს ვდუმარებ მოგონებით ფიქრ მორეული,
და სიხარული განუყოფელ სევდას იერთებს,
მაშინ მომესმის სინანულის ხმა შორეული,
თუ როგორ ებრძვის სული შენი თვითყოფნის ღმერთებს,
ვერც იქ პოულობს ის სუფევას, ვერც იქ ისვენებს,
რა დაამშვიდებს საზარალო გრძობას მეწამულს,
აქ კი სამშობლო თავის უკვდავ შვილსა იხსენებს…