მეგობარს! – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1916-1918

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მეგობარს!

როს ხანდახან მიპყრობს სევდა

და შავ ფიქთა ზღვასა ვმონებ,-

მაშინ, ჩემ ფიქრთ მოზიარევ,

მეგობარო შენ გიგონებ.

სიხარულის რითმებსა ვწნავ

იმედებით მომავალზე,

და აღვსილი ნეტარებით,

ვოცნებობ ჩვენ იდეალზე!

 შალვა გოგიაშვილი

 

შ. კარმელმა მომოძღვნა ეს ლექსი მე.

ი. ბარათშვილი