ლანდები – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 15400-15-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლანდები

გეძებე… გიხმე…

სიცოცხლეო, არსად არ სჩანდი,

და მივდიოდი თეთრ ბილიკზე გულ-დაკოდილი,

მარტოდ მოარულს თან დამდევდა მე შენი ლანდი!

როგორც, რომ ჰამლეტს მოცახცახე მამის აჩრილი!

და მეპარვოდა იგი კრძლვით ფიქრ ეჭვნეული,

ვითა ოტელო დეზემონას სპეტაკ სარეცელს,

უკანასკნელათ ამითრთოლდა სიმი სნეული

და მოხვდა სული სასიკვდილოთ პირმკვეთარე ცელს!

 

შალვა კარმელი