ძმაო, ლექსი გამოგითქვამს
თავწითელის ფსევდონიმით,
„ჩინჩხალიდან“ აგიცინცლავს
სტრიქონები ციურ ღიმით.
მოგილოცავ ახალ წელსა
ახალ სტილით, ახალ დროზე
ისევ თოვლი იმყოფება
ქუთაისის მიდამოზე?
შენ ბუტუტი სალამს გიძღვნის
ვით ნაცნობი ძველის ძველი.
სალამს უთვლის ყველა ჩვენებს
ბაბო, რაჟდენ და კარმელი
ეს ლექსი დაგიწერე უცბათ კანცელარიაში. მეტის გასაგრძელებლად არ მცალია.
შ. კ.
ქუთაისი, ლევაშოვის ქუჩა №76. შალვა გოგიაშვილს კუკურისთვის.