ნეტავ მომცა ახლა ფრთები არწივის,
რომ გავთელო მე უსაზღვრო მანძილი,
ჩემი სული მოშაირე არ წივის ,
სამიჯნურო დროს არ იცის მან ძილი!
ჰე, მიჯნურო, რა ღამეა , რა ღამე…
მოდი , გიცდი სიყვარულის მონა მე…
ყველა ხარობს და ვიტანჯო რაღა მე?! –
მჭკნარი გული ციურ ცრემლით მონამე.
ნეტარ მზეზე არ გსურს გავიოცნებოთ,
მოზეიმე სული იმით იამე…
ერთი ნება მისთვის გავიოცებო,
მზისა დარო – ვარდი შენ და ია მე!..