დეზ’ესსენტს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დეზ’ესსენტს

უდაბნო დენდის ავასარკებ სონეტით მკრთალი.

ცხოვრება ღამით და რასსიულ ჭლექის ხველებით.

ამორфორфალლუს – ყვავილები მკვდარ სურნელებით,

სფინქსს და ქიმერას მუცელმოგვი აცოცხლებს ქალი.

 

მაგრამ სიфილლის ვერ გაექცე ვეღარსად მფრთხალი.

დაიძრა ქუჩა როსკიპებით, ქურდით, მკვლელებით.

მარხავს ლაფორგი დედამიწას სველ დამკვრელებით

და სალომეა იღუპება ლოტოსით მთვრალი.

 

ყნოსვის ზმანებით სხვა ტკივილებს ხელი მიადეთ.

ბოდლერი, პოე და მალარმე ჰეროდიადით –

მოდიან როგორც მღვდელმსხაურნი სიკვდილის ქარის.

 

ჰერცოგ დე სადი ბრაზიანობს ფავნთან ნიმფებით.

ყუჩდება სისხლი მოწამლული თეთრი ლიმფებით

და ტირილებით უბრუნდება ეშაფოტს – პარიზს!