გედის სიმღერა – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1916-1918

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-21-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გედის სიმღერა

ვერცხლის ტბაზე დასცურავდა ყელღერია გედი,

ვით უმანკო ქალწულობის საოცნებო ბედი.

ნელის როკვით ტალღის რხევა ბროლის გულმკერს ბანდა,

ტბის სარკეზე თეთრი გედი უკვდავებათ სჩანდა!

და ისმოდა საღვთო კილო, ზეციური ძნობა, –

სიყვარულში ჩანაქსოვი წინასწარი გრძნობა.

სიყმაწვილის სულის ლტოლვა, ახდენილი გვიან, –

ზღაპრულ გედის ტბის სიმღერას თვით სიკვდილი ჰქვიან!

გედმაც იცის მნიშვნელობა უკანასკნელ მღერის,

იცის, იცის, დასასრული უნდო ბედის წერის!

მიტომ გალობს თეთრი გედი ხმათა გრძნეულ ჟინით,

ეთხოვება ტბის სარეცელს სევდის ტკბილ ქვითინით.

„დაიხსოვნე, საყვარელო ტბაო, ჩემი ხმები, –

შენი პირმშო თეთრი გედი მივალ, გესალმები“..

უცბათ შესწყდა ზეცის კილო ათრთოლებულ ხმაზე

და ასცურდა უსიცოცხლო თეთრი გედი ტბაზე!