ბრძოლა – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 15400-19-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბრძოლა

მე მაქვს მიზანი და ვიბრძვი მისთვის,

ბრძოლის ველს ვადენ სისხლის ნიაღვარს,

ქართლოსიანთა კარგ მომავლისთვის –

გმირი რაინდი ვცილდები საზღვარს.

 

უნდა გავაპო აღელვებული

ძლევის კვერხითა ზღვა მეწამული,

რომ გამოვიხსნა დატყვევებული

ჩემი სამშობლო, ჩემი მამული.

 

დიდი ხანია სდგას შეუბრალი

წამების ჯვარი გოლგოთაზედა,

უნდა გავაკრა მასზე მტარვალი

ანდა თვით უნდა გავეკრა ზედა!

 

შ. კარმელი

 

ვარდი შენ და ია მე

 

ნეტავ მომცა ახლა ფრთები არწივის,

რომ გავთელო მე უსაზღვრო მანძილი,

ჩემი სული მოშაირე არ წივის,

სამიჯნურო დროს არ იცის მან ძილი!

ჰე, მიჯნურო, რა ღამეა, რა ღამე…

მოდი გიცდი სიყვარულის მონა მე…

ყველა ხარობს და ვიტანჯო რაღა მე?! –

მჭკნარი გული ციურ ცრემლით მონამე.

ნეტარ მზეზე არ გსურს გავიოცნებოდ,

მოზეიმე სული იმით იამე…

ერთი ნება მისთვის გავიოცნებოთ,

მზისა დარო – ვარდი შენ და ია მე!

 

შ. კარმელი