ავტორი :
თარიღი : 1916
ადგილი :
საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-5.
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
სადაც უნდა ვიმყოფოდე
მთებში, ზღვაზე, თუნდა გზებში, –
მე მსურს, მარად შენ გეტრფოდე,
შენ გაქებდე ჩემს ლექსებში.
შენთვის მინდა ჩემი ქნარი,
შენთვის მსურს, რომ ძნობა ვიწყო,
სიცოცხლეო, თვით მითხარი
შემიძლია, დაგივიწყო?!..