რა ხანია, ჩემო ჩანგო,
მასზე არ გიჟღერია!?.
რა ხანია, ჩემო თვალნო,
მისთვის არ გიმზერია!?.
ეხ, შენ თავო! სულიკოზე
ხსოვნა არ დაგრჩენია!?.
სულო ჩემო, უთვისტომო
მწარედ მოგიწყენია!
არ გწადია მიუწვდომელს
მისწვდეს შენი სიმთ-ჟღერა!?
არ გწადია გაყინულ გულს
ესმას გრძნობის სიმღერა!?..
ოცნებაა ყოველივე
გეტყვი რას შესაფერსა!?
დავდუმდები და დუმილით
გიმღერ მე ყველაფერსა!
შალვა