სემირამიდის ბაღი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 09.1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ტრიბუნა“

პოეზია, შემოქმედება

სემირამიდის ბაღი

გადმოკიდულა ციდან

სემირამიდის ბაღი.

გულია ერთი ციდა

და მთის ოდენა  დაღი.

 

შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.

არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.

მე ვერ მომიკლავს წყურვილს.

სამარიელი ქალი.

 

მივყობი ფრანსს და ფლობერს:

ომებს, ტირილებს, კვდომას.

და კართაგენი მობერს –

სხვა ტრფიალების ნდობას.

 

მივე სალამბოს ფიცი.

თაისს ლოცვები ლალის.

მაგრამ შენ გქვია ვიცი:

ყველა სახელი ქალის.

 

აქ ვარდებს სხვები კრეფენ.

ჩვენ კი ვართ მტრები თავის: –

მე ბალტასარი მეფე,

შენ დედოფალი სავის!