მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმიდა, –
რამაც ფიქრი არეული დაწმიდა.
მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,
მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!
მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, –
სადაც ღამით რონინებდა მგოსანი;
სადაც კვნესდა „ქართვლის ბედზე“ ყრმა შვილი –
საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!
ახ, მთაწმიდავ, – განწირულთა სადგურო, –
ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო –
გევედრები კარმელს ნუღა წამწყმიდავ, –
შენს წიაღში ჩამიკონე, მთაწმიდავ!..