როს ხანდახან მიპყრობს სევდა
და შავ ფიქთა ზღვასა ვმონებ,-
მაშინ, ჩემ ფიქრთ მოზიარევ,
მეგობარო შენ გიგონებ.
სიხარულის რითმებსა ვწნავ
იმედებით მომავალზე,
და აღვსილი ნეტარებით,
ვოცნებობ ჩვენ იდეალზე!
შალვა გოგიაშვილი
შ. კარმელმა მომოძღვნა ეს ლექსი მე.
ი. ბარათშვილი