გ. ფლობერის სარკიდან
დღეს კართაგენი შენზე იმედობს, –
დიდო გამილკარ? გელიან ბატონს,
სადაც სალამბო მოჰანიმედობს
და სისხლს უკივლებს ლიბიელ მატოს.
უდაბნოების ავ ბარბაროსებს:
შახაბარიმი – ქურუმი მკაცრი.
ნუმიდიელი მეფე ნარრავას,
ვერ დაექმაროს საყვარელ სხეულს,
და სპილოების მაგარ ქარავანს
აჯანყებულნი ლექავენ სეულს,
ო, კართაგენო! შენს ალაყაფებს –
ცხელ ურდოების მოედო ხროვა,
უდაბნოებში ლომებს აყეფებს.
რუხი ლომები დღეს შენთან მოვა.
მტრის ბანაკშია შენი დიდება:
წმიდა ზაიმფი? – ღვთის მოსასხამი.
უწყალო ქალაქს მზე გეკიდება,
შავ დამარცხებებს თავზე გასხამენ.
უმსხვერპლოდ გაწყრა ღმერთები ალბათ,
ღმერთებს შესწირეს ყალბათ
და ქალაქს წვიმა ბორკილებს ხსნიდა.
მეგარის ბაღი შფოთავს უვნებლად,
პალმებს გადევლო შიშით ირემმა,
და კართაგენის დასაბრუნებლად
მკაცრ გამილკარის გაჰქრა ტრირება.
ო, კართაგენო! ქალაქო დიდო, –
შენს გალავანებს აკვდენ ლომები.
მხოლოდ მარცხები შენ უნდა ზიდო, –
მარტო! დაიმსხვრა ტრფობის ომები!..
გამარჯვებულთა ლხინით არევას –
დასცქერს შოლოხი მზიანში ხვეულს.
ნუმიდიელი მეფე ნარრავას,
უნდა ექმაროს სალამბოს სხეულს!
შახაბარიმმა გაუპო გული
სამსხვერპლოდ მატოს, – გულია ჩვარი…
ქალაქს დიდება მიეცა სრული
და მზე – სალამბო დაეცა მკვდარი!..