პირადი ბარათი და ნაწარმოებთა სია – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 07.1937-მდე

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 22759-ხ.

გამოცემა :

ბიოგრაფია, ბიოგრაფიები

პირადი ბარათი და ნაწარმოებთა სია

პაოლო ჯიბრიელისძე იაშვილის ნაწარმოებთა სია

  1. ჟურნ. „ცისფერი ყანწები“ ჩემი რედაქტორობით. წერილები, ლექსები, კრიტიკული სტატიები (კ. აბაშიძის, წულუკიძის, ფ. მახარაძის, 1916-1917 წ.წ. (კრ. წერილები).
  2. ლექსები, წერილები, ნარკვევები (პ. გელეიშვილის, ბ. ბუაჩიძის, შ. რადიანის, ბეს. ჟღენტის, 1916-37 წ. წ. კრიტ. წერილები).
  3. 1925 წ. მოთხრობა „ფერადი ბუშტები“ (კ. მელაძის, ალ. სულავას, ტ. ტაბიძის, ვალ. გაფრინდაშვილის, შ. აფხაიძის, ს. ცირეკიძის, ს. ჩიქოვანის კრიტიკ. წერილები).
  4. პოემა „გზა მშვიდობისა“, ჟურნ. „მნათობში“, პოემა, 1936-37 წ.წ.
  5. კრებული – ა. ს. პუშკინის ლექსები (კრიტ. წერილები ქართულ პერიოდულ პრესაში). 1936 წ.
  6. 1917 წლიდან 1937 წლამდე ჩემს მიერ გაკეთებულია ლექსთა თარგმანები – პუშკინის, მაიაკოვსკის, ბლოკის, ბალმონტის, ვაგიფის, რემბოსი, ბოდლერის და სხვ. საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, ლექსები (1916 წლიდან 1937 წლამდე რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელორუსულ და სხვა მოძმე რესპუბლიკების პერიოდულ პრესაში).

შენიშვნა: ავტობიოგრაფიული ცნობები არ აღმოჩნდა.