წითელ დღეს, სხივმა წითელმა გააპო მღვიმეს კედელი,
კუბოდან ქრისტე წამოდგა, ქრისტე სიმართლის მჭედელი!
და ყველას, ვისაც თვალთაგან სდიოდა ცრემლთა ღვარები,
გოლგოთის სიომ გადასცა ქრისტესგან დანაბარები: –
„მიწამეთ!.. თქვენთვის ვიტანჯე ხორცით წამების ჯვარზედა,
და სული თქვენ დაგიტოვეთ იმედათ ქვეყანაზედა“.
…აღდგომას წითლად შეღებილს მეც მიტომ ვენაცვალები,
რომ დღეს პირველად მანახვა სევდამ შემშრალი თვალები…
გაზეთი „კოლხიდა“,#32