„ცისფერი ყანწების“ საღამოს სარკე – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1917

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28733-2-ხ.

გამოცემა :

აფიშები, დოკუმენტები

„ცისფერი ყანწების“ საღამოს სარკე

„ცისფერი ყანწების” საღამოს სარკე

I. პაოლო იაშვილი

წარმოსთქვამს:

„ცისფერი ყანწები ­— ჩვენი ახალი აღთქმა”

შინაარსი:

სიტყვა — ხელოვნებას. ხელოვნება წარსულში და დღეს. მიზანი ხელოვნებისა. ახლის მოვლენა და ყოფილის დანიშნულება. სიმვოლიზმი [სიმბოლიზმი], მარადი სფუძველი ხელოვნებისა. საფრანგეთის სიმვოლისზმი, როგორც სკოლა და სიმვოლიზმი, როგორც აუცილებლობა. მხედარნი სიმვოლისზმისა რუსეთში. „ცისფერი ყანწების“ მოვლენა. კრიტიკა და ხალხი. რა სთქვა თ-დმა კიტა აბაშიძემ? გრ. რობაქიძე. მხატვარი და საზოგადოება. ფუტურიზმი. როგორ ესმით ჩვენში ფუტურიზმი. ფუტურიზმი და „ცისფერი ყანწები“. იდუმალება პოეზიის და „ლექსის“ გრძნეულება. ფორმა და მუსიკა. გზა არსებული და გზა სასურველი. ხელოვნება მარადმი. ჩვენ მომავალში.

 

II. ვალერიან გაფრინდაშვილის

სიტყვა:

სტეფან მალარმე — თეთრი ოცნება.

 

III. ლექსთა თქმა.

1. ვალერიან გაფრინდაშვილი: „ძაღლის სიმღერა“, „სხვანაირი ტრფობა“, „მისტიური მარულა“, „არღანი“ და სხვ.

3. პაოლო იაშვილი: „წითელი ხარი“, ფარშავანგები ქალაქში“, „ჭლექიანი მისალმება ზამთარს“, „სონეტა ორსართულიანი“, სონეტი საქართველოს“ და სხვ.

4. ნიკოლოზ ნადირაძე: ლექსები წიგნიდან — „ავზნიანი ქალაქი“.

5. არ. ჭუმბაძე: „ლირიკული პოემები“.

6. გრ. ჯაფარი: „თეთრი ლექსები“.

7. ლერი ჯაფარიძე: „წამების ქმარი“, „დღესასწაულზედ“, „თეთრ ქუჩებში“, „ორსული მზე“, ლექსები რკალიდან: „ტირილი მთვარისათვის“, „ჩემი დაბადება“ და სხვ.

 

IV

ბოდლერის, ვერლენის, მალარმეს, რემბოს, როლინის, კორბიერის, ვერჰარნის, უაილდის, ბალმონტის, ბლოკის, ანდრეი ბელლის ლექსთა საკუთარ თარგმანებს და გრ. რობაქიძის, ტიტე ტაბიძის, ელენე დარიანის კექსებს წარმოსთქვამენ:

ვალ. გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ნიკოლოზ ნადირაძე, გრ. ჯაფარი, ლელი ჯაფარიძე.