ავტორი : პაოლო იაშვილი
თარიღი : 12.1931
ადგილი : მოსკოვი
საცავი :
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
როცა ცხენები ყინვის მკვესავი
მოჰქროდენ თოვლზე მკერდებ შიშველი _
უეცრად შემხვდა ღამის მზესავით
ნამდვილი კოტე მარჯანიშვილი.
საყვედურისთვის არ იყო მოცლა,
არც ვიგონებდით დამღალავ ჭორებს,
და ძველებურმა მხურვალე კოცნამ
გადაგვაჭედა ერთი მეორეს.