ტიციან ტაბიძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტიციან ტაბიძეს

გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით,

მეც შენგან ველი ზიარებას, ვიხდი შვიდეულს.

საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვითეულს,

კათაკმევლებათ მლოცველებში, რომ შევეჩარით.

 

შეგისკვნა გული კოლომბინამ30 ცისფერი ჩვარით,

მოგეფერება ბალაგანში ღამე გათეულს,

მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს,

მეფევ და ბავშვო, დადაღულო ქალდეას ჯვარით.

 

დახურეს გზები, მოვეფანტეთ ყავრიან ქოხებს,

კომანდორივით უკან მოგდევს წმინდა გიორგი

შვაღამის კვამლში შენ აგამღვრევს და აგამბოხებს

 

დურბელით, ჭლექით დღე ნაკლული შენი ლაფორგი32.

მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი,

სოველი ჭინკა, ვარსკვლავები და საფრანგეთი.

 

გაზეთი „საქართველო“, 48