ძვირფასო ნიკა და ძმაო კოლაუ!
შალვას სიკვდილმა სრულებით არია ჩვენი დღეები: ასეთი მწუხარება ჯერ არ გვახსოვს მეგობრის დაკარგვით. ოთხშაბათს დილით ჩამოვალთ მე, პავლე ინგოროყვა, ტიციანი, ვალერიანი და რაჟდენ გვეტაძე. გთხოვთ, გადასდოთ გასვენება ხუთშაბათისათვის.
სრ. საქარ. ახალი მწერლობის და კავშირის სახელით და ცისფერი ყანწელების დავალებით გთხოვთ, შეუკვეთოთ ორი გვირგვინი ცოცხალი ყვავილებისა. ფასს ჩვენ გადავიხდით. ვეცდებით აგრეთვე, ლენტები წარწერებით აქედან ჩამოვიტანოთ. დარწმუნებული ვართ გასვენებას მოაწყობთ ისე, როგორც ჩვენს ძვირფას შალვას შეეფერება.
თქვენი მარად პაოლო იაშვილი
[თბილისი, 20-30 იანვარი, 1923]