მოგონება – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მოგონება

როცა გაფითრდა და დადუმდა, იმავე დღიდან

აღფრთოვანებულ სიტყვებს ჰკვეთდა ხმა დაკარგული

თვალთა ისარი, – წამწამების უდაბურ ტყიდან

სულს მიწყალებდა, საცდურ ტანჯვით განმიპო გული.

 

და მის სახეზე სხივფინარე ბრწყინვალე შუქი

როცა აენთო, – გარდა სინაზის

რომ გულში დამრჩეს ის მიზეზი და მწარე წუთი

მას არ უყვარდი მე კი მიყვარდა.