ჩემო კოლაუ!
ლიუსია გიგზავნის თავის საყვარელ პაპიროსებს, რომელსაც არავის არ აწევინებს აქ. ჩვენი ლაპარაკის დროს ხშირად გიხსენებთ, და მოსკოვში მე არ ვიცი სხვა სიხარული, რომელიც შეედარებოდა შენს აქ ჩამოსვლას. მაგრამ ეს როგორც სჩანს, არ მოხერხდება. ზაფხულზე მაინც მექნება იმედი. მოგწერ მალე ლექსის გაგრძელებას და წერილს.
შენი პაოლო
ლიუსია ისე დაამიწეს ჩვენმა ქალებმა, რომ წერილსაც ვეღარ გწერს, მაგრამ კოცნით კი გიგონებს.
[მოსკოვი, 1931]