„Сахалхо Пурцели“. Тифлисъ. Почтовый ящикъ 190. Тифлисъ. Iосифу Гришашвили.
საყვარელო სოსო!
დიდათ გმადლობ ყველაფრისათვის. „ყანწები“ გადავდევი ერთი კვირით, რადგან ველი შენს ლექსს უსათუოდ. გამომიგზავნე, რაც გინდა, ოღონდ გამომიგზავნე. თუ კვირას არაფერი მომივიდა, იცოდე, მოვდივარ ტფილისს და რად გინდა ჩემი ტყვილა შეწუხება. ველი ლექსს საჩქაროდ. არისტოს მადლობა მშვენიერი მასალისთვის. მომწერე, „ყანწები“ რამდენი გამოვგზავნო.
ლექსი, ლექსი უსათუოდ.
შენი მარადის პაოლო იაშვილი
ქუთაისი, 20 მაისი, 1916