იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი : ქუთაისი

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო!

შენი წერილი დღეს გადმომცეს. გმადლობ ფერად სიტყვებისთვის. ბევრი საოცრება დასწერეს ჩვენ წინააღმდეგ, უფრო მეტი სთქვეს და ამბობენ, მაგრამ უკვდავია ჩვენი სურვილი საქართველოს გაცოცხლებისა და გვწამს, რომ იგი გაცოცხლდება…

გრიგოლს გადაეცი, რომ ვცდილობ ლექციის მოწყობას. ყველა დღეები „ოპეტეტას“ აქვს დაჭერილი თეატრში, მაგრამ ვფიქრობ როგორმე ერთი დღის შოვას.

სოსო: თუ ძმა ხარ, ამ წერილის მიღებისთანავე გამომიგზავნე ალმანახის ფული, რადგან შაბათს ვალი მაქვს გასასტუმრებელი და ერთად ერთი შენი იმედი მაქვს. უსათუოდ მალე გამომიგზავნე. დღეს მივეცით თხოვნა გაზეთის შესახებ. სახელად „ფარშავანგი“ დავარქვით.

იყავი მზიური.

შენი პაოლო.

[ქუთაისი, 1916]