ექსპრომტი
მარუნია აღნიაშვილს
ვაჟა-ფშაველას ლექსი ხარ
მყინვარზე ჩამომდინარი,
ოქროს მუხების ფესვი ხარ
თერგის ნაპირზე მძინარი,
ჩვენი სიწმინდის წესი ხარ,
თან მორცხვი და უჩინარი,
ნესტანზე უკეთესი ხარ,
მხიარული და მცინარი.
პაოლო იაშვილი
20. X. 35
ტფილისი