ერთმანეთისთვის გაუგებარი,
ვიცი, რომ ჩემში ვიღაც ამღერდა
ლექსებით მთქმელი და მაქებარი,
მე კიდევ მოვალ ლექსებით სავსე
და თუ არ გინდა პოეტის გლოვა,
შემოდგომამდე ნუ გამცვლი სხვაზე
და შენ ოთახში ნურავინ მოვა.
პაოლო იაშვილი
4. VIII. 32
ტფილისი, ვარდის მოედანი 4