ავტორი : პაოლო იაშვილი
თარიღი : 1937 წლამდე
ადგილი :
საცავი : ლიტერატურის მუეზუმი 25981-9-ხ.
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
* * *
გაზაფხულზე მაღლა, მაღლა
მიფრინავს მიმინო,
შენ ეგრე რამ დაგანაღვლა,
ჩემო თვალის ჩინო,
სიყვარულში უშიშარი,
ეს ყვავილი ნუშის არი,
მეორე კი ატმისა.
ოთხივე დრო ჩამოვთვალე,
აირჩიე ერთი,
ის გითხარი, გენაცვალე,
რასაც შიშით გწერდი.
იანვრიდან დეკემბრამდე
რომელი დღეც მოგინდება…