ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან.
დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად;
ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან,
დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.
ასული მწველია ძველი სურნელებით,
დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია;
ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით,
ქალები გალობით ალიონს ელიან.