ანაკრეონული სიმღერა – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ანაკრეონული სიმღერა

გსურს, რომ შევიქნე მე კადნიერი,

ნუ მაკრთობ, პოეტს, მაშინაც, როცა

ასე ძვირფასი ტრფობა ძლიერი,

კდემა მოსილი, – უფრორე ზეცა

 

მოდის ძვირფასი ხეივანთ შორის

და სხვანაირად მელანდება მე თვითონ მტერი.

ჩემი ტრფიალი უფრო სათუთი

მიილტვის მისკენ და გაალდება.