1
ეს ლექსი გლეხებს ეხება
და მოისმინოს გლეხებმა.
დრო მეფეების წავიდა,
ის მოვიცილეთ თავიდან.
დღეს აღარ არის ვერანი
მამასახლისი, მწერალი.
მგელივით რომ გვიყურებდა
მათრახით ზურგს გვიხურებდა.
გათავდა ძველთან მგზავრობა;
ახალი ჩადგა მთავრობა:
ჩვენივე ხალხის შვილები
მარჯვე და გამოცდილები,
ბრძოლაში ბედაურები
არიან მეთაურები.
2
მოდი მე მას შევეხები
რასაც ითხოვენ გლეხები.
ჩვენ გლეხს სჭირდება ფართალი.
სინათლე და სამართალი.
გზა კარგათ გაკეთებული
ხარი ნიკორა ქებული
და შვილის გამნათლებელი
სკოლა და მასწავლებელი.
გლეხი უტყაოთ დარჩება
თუ ჩაითრიეს ჩარჩებმა.
კმარა ჩარჩების პატივი
საქმეა მეტად მარტივი,
უნდა გაგვიხსნას მთავრობამ
სოფელში კოპერატივი.
აბა რისია მაქნისი
ძველი თოხი და სახნისი.
რომ ავაყვავოთ ბაღები
გვჭირდება იარაღები.
რომ ვაბარაქოთ ყანები
გვჭირდება ჩვენ მანქანები.
3
დღეს მოსკოვიდან მოსულა
ამბავი კარგი ხმიანი,
„ტირაჟი“ რომ გამოსულა
გლეხისთვის მომგებიანი.
თურმე იმ ტირაჟს ჰქონია
მომგებიანი ბილეთი,
ეს რომ ხალხს გაუგონია
ტირაჟს მიაწყდა მილეთი.
ყველას სიჩქარით აცხელებს
„ჯადო ბილეთი სად არი“.
თურმე იმ ბილეთს ავრცელებს
დაბაში ხაზინადარი.
აინგრა მთელი უბანი
გათქირეს სულ ერთმანეთი:
ზოგს მიაქვს მთელი თუმანი
ზოგს მიაქვს ხუთი მანეთი.
გაგება განა ძნელია
რად ატყდა აურ-ზაური?
თუმანზე სარგებელია
ოცდათოთხმეტი შაური.
გული ნუ აგეტოკება
თუ არ ხარ ყრუ და ბეცია:
თურმე იქ ერთი მოგება
ხუთასი ჩერვონეცია.
თუ ცუდი წუთი დადგება
საქმე წაგივა გლახათა:
ბილეთი გამოგადგება
მთავრობის გადასახადათ.
თუ შენ ხელს ვერ მოგიცვლიან
როცა ხარჯი გაქვს ვაება;
ბილეთის შენ შეგიძლია
„უფო“-ში დაგირავება.
ბილეთი კარგი მითია,
რომ სახლში ოქროს ნივთია.
გახსოვდეთ გლეხთა „ტირაჟი“ სოფელში თუ ჩატარდება,
უკანასკნელი კაპიკიც ისევე გლეხს მოხმარდება.
აჩქარდით. ყველას გახსოვდეთ, რომ სარგებელი ბევრია,
ვინც არ შეიძენს ბილეთებს ის ქვეყნის ცუდი წევრია,
პირველი ვადა მოგების 15 დეკემბერია.