მაგიდა – ჩემი პარნასი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მაგიდა – ჩემი პარნასი

თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,

ქაღალდზე მარდად დაჰქრიან თითები,

და როგორც შუქზე მოფრენა მწერის

ისე მსუბუქად მოცურდნენ რითმები.

 

მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი

აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი

და მღერის, მღერის კალამის წვერი

კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი.

 

მაგიდას – პარნასს ყვითელი მტვერი,

მზის ოქროს წვერი ხვრელიდან ესობა,

და პოეტს ზარმაცს – წასვლია ფერი

ოქროს მტვერი რომ გაუჩნდა მეზობლად.

 

შრიალა ნარმას წერით დასერილს

დაეცა მართლა ყვითელი მზის ვარდი,

და ელის კარნახს კალამის წვერი;

კალამის წვერი _ ბულბულის ნისკარტი.

 

სხტეში71 ყარანა72 _ ყანებში წყერი

ხეები ბევრი, სერი და ამინდი;

მძიმე გაფრენა შვადღეზე ძერის

 

ნაჭედი მთები მოოქრულ კრამიტით.

დიკის და ქერის, ყოველი ღერი

მეძახის, მივალ, მივრბივარ, ვისწრაფი

და აღარ მღერის, კალამის წვერი

კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი.