ჩვენმა ფისომ ერთი ცუდი
საქმე ჩაიდინაო
დიდს ოთახში იატაკზე
თინას ჩაურბინაო.
თინა ამბობს, ვერ წამაქცევ
მუხა ვარ და რკინაო,
უცბად ვნახოთ ძირს დაეცა
ჩვენი მუხა თინაო.
ფისომ თინას სტაცა ხელი
კიდევ დააწვინაო,
ეს ამბავი ჩვენმა თინამ
ძალიან იწყინაო.
დაჯდა თავის ლოგინზედა
ცრემლი დაედინაო,
ერთი ძია შემოვიდა
თინა გააცინაო,
შოკოლადი რომ დაპირდა
აღარ სტირის თინაო.
ფისოს უთხრა აბა მოდი
აბა ვინ ვარ ვინაო,
ფისომ სტაცა რკინას ხელი
სულ შეიძრა ბინაო,
ფისოს ისე მაგრა დასცხა
ბოლი გაადინაო,
მაგრამ ფისოს არ სწყენია
კიდეც გაიცინაო.
შემდეგ დები შევარიგეთ
სუფრაც გაიფინაო
დიდი ლხინი გაიმართა
არავის ეძინაო.
ერთი ფუთი შოკოლადი
მამამ გააჩინაო,
ერთმა ძიამ მოიტანა
ასი მანდარინაო.
მეც იმ ლხინზე დამპატიჟეს
ვიმღერე ნანინაო.
დილით მზე რომ ამოვიდა
გამისტუმრეს შინაო,
ლოგინი რომ ვერ მოვნახე
ქვაზე დამეძინაო.
ტფილისი, თინას და ფისოს ბინა