ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად – Blue Horns

ავტორი : ელენე დარიანი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ, მგონი, იქნება ქარი!..

ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი!

დაღონებული წავიდა ქმარი,

და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

 

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში

ტკივილით იწვის ჩემი ოცნება…

ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში

ჩემი ცოდვილი პატიოსნება…

 

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი

უფრო უბედურ ჩემი მეტოქის…

მეტყვის ბრძანებით: – მომეცი წყალი

ჩემი ფერადი სპარსული დოქის.

 

მონა ვარ მისთვის მე სასახელო,

(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში):

ღვინით გასვრილი მისი საყელო

გადავარდება მყუდრო კუთხეში.

 

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია.

არ ვწუხვარ ბევრი რომ მოვეხათრე…

რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,

დაეძინება მას ჩემზე ადრე.

 

გაზეთი ბარრიკადი“, 2