ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული,
უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს…
სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება…
ვაგლახ!.. რაღა მეშველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს…
ბედო რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე…
ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, – არსად მოჩანს შუქი მზისა…
ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას – და სიკვდილიც გალობს ნანას…
ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!
გაზეთი „კოლხიდა“, #59