პასუხად მრეწველების სუფრას – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1920

ადგილი : ჭიათურა

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პასუხად მრეწველების სუფრას

ჭიათურას ამერიკა

დასარბევად შეესია,

მაგრამ მაინც თქვენს სიმტკიცეს

ვერ გატეხავს კონცენსია.

 

ქვის გაზიდვით ჰარიმანმა

იქნებ ბევრი შეიძინოს,

მაგრამ იგი ვერ გაზიდავს

ქართულ ლხინს და ქართულ ღვინოს.

 

გისურვებთ რომ კონცენსიას

მოდვათ მალე თქვენი კვანტი,

მაშინ კარგად გვაქეიფებს

ჩვენი საშას „ორიანტი“.

 

რესტორანი ორიანტი