პაოლო იაშვილს მომეწყინა… – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პაოლო იაშვილს მომეწყინა…

* * *

პაოლო იაშვილს – მომეწყინა ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს – მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!..

რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი,

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამანტი…

 

ვფიქრობ ლექსებით – ჩქარი და ხან გველივით ზანტი,

მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება.

ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე…

და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება.

 

ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1