პაოლო იაშვილი – იოსებ გრიშაშვილს
Iосифу Гришашвили. „Сахалхо Пурцели“. Почтовый ящикъ 190. Тифлисъ.
ძვირფასო სოსო!
რად აგვიანებ ლექსის გამოგზავნას. რამდენიმე მასალა უკვე იბეჭდება. უშენობა ხომ იცი, ლამაზი არ იქნება. თუ ძმა ხარ, აღარ დაივიწყო და დროზე გამოგზავნე. რად წადი აქედგან ისე ჩქარა. მოიწერე, როგორა ხარ.
შენი პაოლო
ქუთაისი, 15 აპრილი, 1916